Main fundraiser photo

Get Marika to Drama School!

Donation protected
მოგესალმებით,

მე ვარ მარიკა ხუნდაძე, საქართველოს რიგითი მოქალაქე თავისი ოცნებებით და ამ ოცნებების მიღწევის თავისებური ჟინით და სურვილით.

იმაზე, რასაც დღეს ვაკეთებ, ანუ მსახიობობაზე, ბავშვობიდან ვოცნებობდი.  სულ პატარაობაში, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი როცა შუქი მიდიოდა და შემეძლო მთლიანად დამეპყრო ხალხის ყურადღებაც და წარმოსახვითი სცენაც. ვიგონებდი როლებს და ვიწყებდი წარმოდგენას! მამა მეუბნებოდა, იმისათვის რომ შენი როლები საინტერესო იყოს ბევრი წიგნი უნდა წაიკითხოო. მერე თვითონვე მირჩევდა წიგნებს და მეც მორჩილად ვკითხულობდი.  ვკითხულობდი და თან წიგნის გმირებს ვთამაშობდი, ხან დონ კიხოტი ვიყავი და ხან წვიმაში მორბენალი ჰემინგუეის კატა. მამა ახლა აღარ მყავს.  ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია, დამშვიდობებისას მიცემული პირობის პირნათლად შესრულებაა -  ყველაფრისთვის ვიშრომო დაუღალავად. 

 შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დავამთავრე, ვიმუშავე თუმანიშვილის თეატრში და ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში. ასევე გავიარე საზაფხულო კურსები LAMDA-ში, ლონდონის ერთ-ერთ დრამის აკადემიაში. ამ კურსების დროს მივხვდი რას ნიშნავს იყო ნაყოფიერ გარემოში, რომელიც მაქსიმალურად გიბიძგებს დახვეწო შენი ხელოვნება და გადასცდე ყველანაირ ჰორიზონტს საქმიანობაში. კურსების დროს მივხვდი, რომ მაქსიმალურად უნდა მეშრომა იმისთვის, რომ მომცემოდა შანსი ყველაფერი შემესრუტა იმ სამყაროდან. ამბიციურ გზას დავადექი, გადავწყვიტე  მსოფლისოს პირველ ათეულში მყოფ, ლონდონის Royal Central School of Speech and Drama უნივერსიტეტის სამაგისტრო კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. ამჯერად დედა, უკვე პენსიონერი, დამიდგა გვერდით და ყველაფერი გააკეთა, რომ სამჯერ ჩავსულიყავი ლონდონში კონკურსის სამი ეტაპის დასაძლევად. მართლა არ ვიცი როგორ მოახერხა ეს. 6000 ბრიტანელი აპლიკანტის კონკურენციას გავუძელი. გავიარე 3 ინგლისურენოვანი სასინჯო ეტაპი. საბოლოოდ, წარმოუდგენელს მივაღწიე და 14 საუკეთესოთა შორის აღმოვჩნდი.  და ახლა, როცა ასე ახლოს ვარ მიზანთან, ვგრძნობ რომ ამ პროცესის ყველაზე რთული ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის. სწავლის საფასური 23 000 გირვანქა სტერლინგია. დედა ვერ შეძლებს ჩემს დაფინანსებას, თუმცა ვხედავ რომ ძალიან უნდა არ მიღალატოს. დავრჩი ჩემს ოცნებასთან ასე ახლოს და შორს.

მსოფლიოს უნივერსიტეტებში სასწავლებლად საჭირო რესურსების მოძიება ქართველი სტუდენტებისთვის დაუძლეველ დაბრკოლებად იქცა. ჩვენი ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურები, პოლიტიკურ, სოციალურ და ზუსტ მეცნიერებებს ანიჭებენ უპირატესობას, შესაბამისად, ხელოვნებას, პრიორიტეტების იერარქიაში, ყველაზე დაბალი საფეხური აქვს მიჩენილი. ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის განუყოფელი ნაწილია.  

ფილანტროპიას უდიდესი როლი აქვს ხელოვნების განვითარებაში.  ევროპისა და ამერიკის სახელოვნებო უნივერსიტეტებში, სტუდენტების უმეტესი ნაწილი სწორედ კერძო პირებისა და მსხვილი კომპანიების ხელშეწყობით ახერხებენ სწავლის გაგრძელებას. საბჭოთა იზოლაციის ხანგრძლივი პერიოდისა და კულტურის სისტემატური უგულებელყოფის ფონზე, საქართველოში ხელოვნება მნიშვნელოვნად ჩამორჩა თანამედროვე პროცესებს. ისეთ უნივერსიტეტში სწავლა, როგორიც არის Royal Central School of Speech and Drama, ამ იზოლაციისგან თავის დაღწევისა და გლობალურ მასშტაბზე გასვლის საუკეთესო საშუალებად მიმაჩნია.
 
  ამიტომ, მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით. თუ თქვენთვის არაა უცხო ოცნების ასრულების ჟინი და იცით რას ნიშნავს იყო ასე ახლო ნანატრ მიზანთან, დამიდექით მხარში, თუ რათქმაუნდა ამის საშუალება გაქვთ.  სკოლაში, რომლის კურსდამთავრებულთა სიაში  არიან დეიმ ჯუდი დენჩი, სერ ლორენს ოლივიე და „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი კიტ ჰარინგტონი, მოხვედრა თითქმის შეუძლებელია და ქართული სახელის დამატება ამ საზოგადოების სიაში მხოლოდ ჩემი კი არა, ჩვენი ქვეყნის წარმატებად შეიძლება  ჩაითვალოს. ეს იქნება ინვესტიცია არამარტო ჩემს პროფესიულ განვითარებაში, არამედ საქართველოს ცნობადობის გაზრდაშიც. 

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!


After 22 years of dreaming, I made it!

I was accepted into one of the best Masters programs in Drama to the Royal Central School of Speech and Drama. 

    I am an entertainer. I always have been. At times I wasn’t doing it consciously, but it was rather like a second nature to me, a safety blanket of sorts. I was born and raised in Georgia, in a Third World, post-Soviet country, as an only child to parents approaching middle age, viewing me as their last hope. I still clearly remember from my childhood and pre-teen days, when the electricity would go out for hours and the town went completely dark and I knew this was my time to entertain, duty even. I would sing or play piano in the candlelight, reenact a scene or improvise one and when I got a reaction when I got laughs, nothing would bring me more joy or feed my self-worth. I even felt disappointed when the lights would come on as it symbolized drawing of the curtains for me. I realized that through my little performances I made other people feel better, more engaged, alive. Acting has that power to heal and help people and I knew this is what I wanted and had to do.

     Terrified and with only two weeks of preparation I auditioned for a Drama University of Georgia. However, luck was on my side and I got accepted. I then took a LAMDA summer course, the experience that proved to be life-changing.  Even a summer course was more fruitful than my whole University career. It was another realm - the one in which you got to work with the Masters, where you got to listen to their criticism, challenge yourself endlessly and perfect your craft to the points that I couldn't even deem possible. That's when I knew that if I ever wanted to truly be an actor, to accomplish those heights I grew up dreaming of, I needed to pursue my education at one of those places I looked upon dreamingly. 

    And so, here we are. After three rounds of auditions, I got that "Congratulations" email - I was accepted into the Master's program at the Royal Central School of Speech and Drama. As surreal as that moment was, I was quickly forced to face the reality and find a way to make that otherworldly experience a possibility. I needed to find a source of funding. My mother, a teacher of biology, could hardly make the ends meet to send me to those three auditions, there isn't a chance that we can afford to pay the tuition of 23,000 pounds. That is why I ask you, to give me a chance to pursue my purpose in life and maybe someday become an entertainer for you as well. 

Thank you.

Organizer and beneficiary

Nini Khvedeliani
Organizer
New York, NY
Rosa D’Amato
Beneficiary

Your easy, powerful, and trusted home for help

  • Easy

    Donate quickly and easily

  • Powerful

    Send help right to the people and causes you care about

  • Trusted

    Your donation is protected by the GoFundMe Giving Guarantee